понедельник, 11 июля 2011 г.

1.პროექტის სახელწოდება: ბარბარიზმები, ჟარგონები და  ნასესხები ლექსიკა ქართულ ენაში.
2. პროექტის  მთავარი  იდეა: ქართულ ენაში  არსებული  ბარბარიზმების  ჟარგონებისა და  ნასესხები ლექსიკის  გაცნობა- გამოვლენა, მათი ენაში  დამკვიდრების  მიზეზების გარკვევა.
3.პროექტის   აქტუალობა:  ძალიან მომრავლდა ბარბარიზმები და ჟარგონები  მოზარდთა თუ  ზრდასრულთა  მეტყველებაში, რა იწვევს მათ ასეთ მომრავლებას, რით განსხვავდება ბარბარიზმები  ნასესხები ლექსიკისაგან  და რა  საფრთხის წინაშე  შეიძლება  აღმოჩნდეს ქართული  სალიტერატურო  ენა.
4. პროექტის   მიზნები:       დღეს  ქართული ენა  დადგა  დამახინჯების,  დაკნინების, განადგურების  საფრთხის  წინაშე,  ჩვენი  ვალია  დავიცვათ  და გავუფრთხილდეთ  მას. ყურადღება   მიაქციონ თანატოლთა მეტყველებაში  არსებულ  სალიტერატურო  ენისათვის  შეუფერებელ  სიტყვებსა  და  გამოთქმებს, გამოიკვლიონ   მათი  დამკვიდრების მიზეზები,
 იპოვონ  განსხვავება   ნასესხებ  ლექსიკასა  და  ბარბარიზმებსა  და   ჟარგონებს შორის.გაუჩნდეთ  სურვილი,  დაიცვან  ქართული ენის   სიწმინდე. 
შეძლონ  ისტ-ის ეფექტური  გამოყენება.
5. მონაწილეთა ასაკი:       11-12 წელი.
6.  ვადები/ხანგრძლივობა:  2  კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:
1). კედლის  გაზეთის  გამოშვება;
2).ღონისძიების ჩატარება  სახელწოდებით: „დავიცვათ  ქართული  ენის  სიწმინდე“.
8. პროექტისთვის  საჭირო  ძრითადი  რესურსები:ინტერნეტი,ციფრული ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):
     1). მოსწავლეებს  გავაცნობ პროექტის  თემას, მიზანს.
     2). ჩამოვაყალიბებ  სამ  ჯგუფს  და  თითოეულს მივცემ დავალებას: I-მა მოიძიონ  ინფორმაცია ბარბარიზმების  შესახებ, II-ებმა - ჟარგონების  შესახებ,  III- ებმა-ნასესხები ლექსიკის  შესასახებ.მივუთითებ  საჭირო  რესურსებს (ინტერნეტი,  ბიბლიოთეკა) დააკვირდნენ  თავიანთ და სხვათა  მეტყველებაში  ხმარებულ  სიტყვებსა და გამოთქმებს, გამოიკვლიონ მათი  წარმომავლობა  და ენაში  დამკვიდრების  მიზეზები.განვსაზღვრავ   საჭირო  დროს.
     3).მოსწავლეები  საბოლოოდ შეაჯერებენ  თავიანთ მოძიებულ  ინფორმაციას.
     4).  გამოუშვებენ  კედლის  გაზეთს.
      5).  ჩავატარებთ  ღონისძიებას  აღნიშნულ  თემასთან  დაკავშირებით.
     6).პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს განათავსებენ  ინტერნეტში.  
10. კავშირი  საგნებთან:   ქართული,  ისტ-ი.
11. პროექტის  ხელმძღვანელი:  ეკატერინე  სამსონიძე.
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:ekaterine.samsonidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий